Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 18/03/2026 - 31/03/2026

კომპანია „ჯი-თი გრუპი“  აცხადებს სტაჟირებას გაყიდვების დეპარტამენტში:

„ჯი-თი გრუპი“ ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო  სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.

სამუშაო ადგილი:  დავით აღმაშენებლის ხეივანი  # 216;

სტაჟირების ვადა : 6 თვე;

ანაზღაურება: 750  ლარი (Gross);

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B1 დონე);
  • MS Office-ის ცოდნა;
  • სასურველია მართვის მოწმობის B კატეგორია;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ახალი მომხმარებლების მოძიებასა და მათთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ჩართულობა;
  • კორპორატიულ/საცალო მომხმარებლების მონაცემთა ბაზების განვითარების ორგანიზება და პერიოდულად ინფორმაციის განახლება გუნდთან ერთად;
  • მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების იდენტიფიცირება და მისგან გამომდინარე წინადადების მომზადებაში ჩართულობა; შეთავაზება და შემდგომი ვიზიტის დაგეგმვა ხელმძღვანელთან ერთად;
  • მომხმარებლების მოზიდვის შესახებ იდეების გენერაცია, დაგეგმვისა და განხორციელების პროცესებში აქტიური მონაწილეობა;
  • არსებული ბრენდის პოპულარიზაციაზე ზრუნვა, მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად მარკეტინგული აქტივობების, კამპანიების და სარეკლამო მასალების დაგეგმვის/ აღსრულების პროცესში ჩართულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

გისურვებთ წარმატებებს!

 

>>სარეგისტრაციო ბმული <<